მცენარეული საფარი
ბულგარეთის ტერიტირიის დაახლოებით 30% დაფარულია ტყეებით. მე-20 საუკუნის მიწურულს ტყეების ფართობებს 3,8 მილიონი ჰექტარი ეკავათ, აქედან დაახლოებით 31% წიწვოვანი, ხოლო დანარჩენი ფოთლოვანი (ძირითადად მუხა, წიფელი, რცხილა, იფანი)ტყეებია. მცენარეული საფარის 15% სამეურნელ დანიშნულებისაა, ხოლო დანარჩენი დაბალპროდუქტიული მცენარეებია ან წუალდამცავ დანიადაგდამცავ ფუნქციას ასრულებს.
ქვეყნის სიამაყეა ყვავილები. პოპულარობის მხრივ პირველ ადგილზეა ვარდი, მათ გარეშე ბულგარეთის პეიზაჟი წარმოუდგენელია. ამას გარდა ვარდების მოშენება და გაყიდვა ბულგარეთის სოფლების შემოსავლის უმნიშვნელოვანესი წყაროა. ბულგარეტი განთქმულია ზეთოვანი ვარდით, რომელიც მოჰყავთ კაზანლიკის ვაკეზე, ეს ვაკე ვარდების ვაკის სახელწოდებითაც არის ცნობილი. მაღალ მთებში გვხვდება ძალიან ლამაზი და იშვითი ყვავილი - ედელვაისი. მსოფლიოსთვის არის ცნობილი ბულგარული მაღალხარისხოვანი თამბაქო. აქ გავრცელებულია აგრეთვე იასამანი.
სტარა-პლანინას დაბალ სარტყელში ფოთლოვანი ტყეებია გავრცელებული, უფრო მაღლა წიწვოვანი ტყეები, ხოლო ზედა სარტყელში ალპური მდელოებია.
კლიმატური პირობები ხელს უწყობს ისეთი მცენარეულობის განვითარებას, როგორიცაა ბოსტნეული კულტურები, ყურძენი, თამბაქო, ბამბა და ა.შ. თურქეთისა და საბერძნეთის საზღვარის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელებულია ტიპიური სუბტროპიკული მცენარეული კულტურები - ციტრუსები და ლეღვი.
ქვეყნის ფართობის 39%-ი უკავია სახნავ მიწებს, ხოლო 17% საძოვრებს.
ბულგარეთს აქვს სამი ეროვნული და რვა ბუნებრივი პარკი, ასევე ნაკრძალები: ალეკო-ვიტო-შა, სტრანჯა, შუმენის პლატო, მადარა (მღვიმეები) პირინი, ოქროს ქვიშები და სხვა.
სასარგებლო წიაღისეული
ბულგარეთი წიაღისეული რესურსებით ღარიბი ქვეყანაა. ამ რესურსების მოპოვება და დამუშავება ქვეყნის ეკონომიკაში უმნიშვნელო ადგილს იკავებს. საწვავი წიაღისეულის წამყვანი სახეობა ქვანახშირია. ამ მარაგის 92%-ი მურა ქვანახშირია, რაც დაახლოებით 5-10 მილიარდ ტონას შეადგენს.
ძირითადი საბადოები, სადაც მოპოვებითი სამუშაოები მიმდინარეობს მდებარეობს სოფიის ოლქსა და მდინარე მარიცის დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში. გარდა ამისა ქვეყანას მურა ქვანახშირის 40-მდე უმნიშვნელო საბადო გააჩია. სვოგის მიდამოებში მცირე ოდენობით მოიპოვებენ ანტრაციტს. სათბობ-ენერგეტიკული რესურსების სიმცირის გამო ქვეყანა ახორციელებს დიდი რაოდენობით გაზის, ნავთობისა და ნახშირის იმპორტს.
სრედნა-გორასა და სოფიის მხარეში მოიპოვებენ ურანს. არსებობს რკინის მადნის უმნიშვნელო საბადოები, რომლებიც მინარევების სახით შეიცავენ მაგნიუმს, ქრომს, მოლიბდენს. ქვეყნის რკინის საბადოების საერთო რაოდენობა შეადგენს სულ რაღაც 10 მილიონ ტონას.სამეურნეო დანიშნულება აქვს ცინკის, ტყვიისა და სპილენძის საბადოებს.
სტარა-პლანინას მთებში ოქროს, როდოპის მთებში კი - ვოლფრამისა და ბისმუთის საბადოებია.
რელიეფისა და კლიმატის მრავალფეროვნებამ განაპირობა ნიადაგისა და მცენარეული საფარის მრავალფეროვნება. დუნაის დაბლობზე გავრცელებულია შავმიწა და ტყის რუხი ეწერი ნიადაგები. სტარა-პლანინას მთების ჩრდილოეთით გვხვდება ყავისფერი შავმიწები, ხოლო მთიან რეგიონებში ტყის რუხი ნიადაგები.
ნიადაგების მაღალი ნაყოფიერება განპირობებულია ქვემო დუნაის დაბლობზე გავრცელებული შავმიწა ნიადაგებით, რომელის სტრუქტურა ფოროვანია, ტენიანობა მაღალი და შეიცავს დიდი რაოდენობით ჰუმუსს.
ბოლო დროს შეიმჩნევა ნიადაგების ნაყოფიერების შემცირება, რისი მიზეზიც მთელ რიგ რაიონებში ნიადაგის ეროზია და სასუქების არარაციონალური გამოყენებაა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)