

ბულგარეთის ტერიტირიის დაახლოებით 30% დაფარულია ტყეებით. მე-20 საუკუნის მიწურულს ტყეების ფართობებს 3,8 მილიონი ჰექტარი ეკავათ, აქედან დაახლოებით 31% წიწვოვანი, ხოლო დანარჩენი ფოთლოვანი (ძირითადად მუხა, წიფელი, რცხილა, იფანი)ტყეებია. მცენარეული საფარის 15% სამეურნელ დანიშნულებისაა, ხოლო დანარჩენი დაბალპროდუქტიული მცენარეებია ან წუალდამცავ დანიადაგდამცავ ფუნქციას ასრულებს.
ქვეყნის სიამაყეა ყვავილები. პოპულარობის მხრივ პირველ ადგილზეა ვარდი, მათ გარეშე ბულგარეთის პეიზაჟი წარმოუდგენელია. ამას გარდა ვარდების მოშენება და გაყიდვა ბულგარეთის სოფლების შემოსავლის უმნიშვნელოვანესი წყაროა. ბულგარეტი განთქმულია ზეთოვანი ვარდით, რომელიც მოჰყავთ კაზანლიკის ვაკეზე, ეს ვაკე ვარდების ვაკის სახელწოდებითაც არის ცნობილი.
მაღალ მთებში გვხვდება ძალიან ლამაზი და იშვითი ყვავილი - ედელვაისი. მსოფლიოსთვის არის ცნობილი ბულგარული მაღალხარისხოვანი თამბაქო. აქ გავრცელებულია აგრეთვე იასამანი.სტარა-პლანინას დაბალ სარტყელში ფოთლოვანი ტყეებია გავრცელებული, უფრო მაღლა წიწვოვანი ტყეები, ხოლო ზედა სარტყელში ალპური მდელოებია.
კლიმატური პირობები ხელს უწყობს ისეთი მცენარეულობის განვითარებას, როგორიცაა ბოსტნეული კულტურები, ყურძენი, თამბაქო, ბამბა და ა.შ. თურქეთისა და საბერძნეთის საზღვარის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელებულია ტიპიური სუბტროპიკული მცენარეული კულტურები - ციტრუსები და ლეღვი.
ქვეყნის ფართობის 39%-ი უკავია სახნავ მიწებს, ხოლო 17% საძოვრებს.
ბულგარეთს აქვს სამი ეროვნული და რვა ბუნებრივი პარკი, ასევე ნაკრძალები: ალეკო-ვიტო-შა, სტრანჯა, შუმენის პლატო, მადარა (მღვიმეები) პირინი, ოქროს ქვიშები და სხვა.

