წყლის რესურსები


ბულგარეთის მდინარეები, რომლებიც ძირითადად სათავეს იღებენ სტარაპლანინას მთებში აქვს ჩამონადენი ჩრდილოეთის მდინარე დუნაიში ან სამხრეთში მდინარე მარიცაში, რომელიც ჩაედინება ეგეოსის ზღვაში. ისინი ფართოდ გამოიყენება მინდვრების მოსარწყავად და ელექტრო ენერგიის გამომუშავებაში. დუნაის ძირითადი შენაკადები ბულგარეთის ტერიტირიაზე შემდეგი მდინარეებია: ისკირი (სათავეს იღებს როდოპის მთებში), ოსიმი, იანტრა, რუსენსკი ლომი და სხვები, რომელთა სათავეები სტარა-პლანინას მთებშია.
ჩედილოეთის უმნიშვნელოვანესი მდინარეა დუნაი, სამხრეთისა - მარისა, სამხრეთ-ჩრდილოეთისა - სტრუმა.
დუnაი სასაზღვრო მდინარეა რუმინეთსა და ბულგარეთს შორის და მისი მარჯვენა შენაკადები. დუნაის წყლის რესურსებს შეუძლიათ დუნაის დაბლობის უდიდესი ნაწილის გაწყლოვანება. წლის მანძილზე საშუალოდ დუნაის და ზემოფრაკიის დაბლობზე ნალექების რაოდენობა 500-600 მმ-ია, მთებში - 1000-1200მმ.
დაბლობზე სავეგეტაციო პერიოდის დროს მაღალი ტემპერატურის გამო მცენარეები განიცდიან ტენის უკმარისობას, ამიტომ დამუშავებული ფართობების ნახევარი საჭიროებს ხელოვნურ მორწყვას. ძირითადი სარწყავი საშუალებები მდინარეებია, ძირითადად დუნაი და გრუნტის წყლები. მორწყვისთბის საჭირო წყლის მარაგის უზრუნველსაყოფად, ასევე წყალმომრაგებისათვის და ჰესეის ასამუშავებლად შექმნილია წყალსაცავები. ქვეყნის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი მთლიანობაში აღწევს 25 მილიონ კილოვატ საათს წლის მანძილზე, თუმცა ამ რესყრცების მხოლოდ 10 პროცენტია ია ათვისებული.
ბულგარეთში 1600-ზე მეტი სასმელი წყლის წყაროა და 500 შემადგენლობისა და თვისებების მიხედვით განსსხვავებული მინერალური წყალი. ბულგარეთის მინერალური წყლების დღეღამური დებატით ბევრ ევროპულ ქვეყანაზე წინ გდას. ჭარბობენ თბილი და ცხელი წყაროები, რომელთა ტემპერატურა 35-60 გრადუსია. მინერალური წყაროების მახლობლად აღმოჩენილია რომაელების ბატონობის დროინდელი უძველესი ნამოსახლარები. ამას მოწმობს არქეოლოგიური გათხრები პლოვდივში, კიუსტენდალში. განთქმულია ბულგარეთის ბალნეოლოგიური კურორტები, როგორიცაა: ხისარია, ბანკია, ველინგრადიო, კოსტენეცი, მომინპროხოდი, ვირშეცი და სხვა. თერმული წყლაები გამოიყენება აგრეთვე სასათბურე მეურნეობაში.