ცხოველთა სამყარო
ქვეყნის ცხოველთა სამყარო საკმაოდ მრავალფეროვანია. ბულგარეთის ტყეებში ბინადრობს კეთილშობილი ირემი, შველი, ჯიხვი, გარეული ტახი, მგელი, მელა, ტურა და ა.შ. ბულგარეთში დიდი რაოდენობით არიან დათვები, მეტწილად ისინი გვხვდებიან მთიან რეგიონებში, სადაც მოსახლეობა მეჩხერად არის დასახლებული. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შეიძლება შეგვხვდეს გველგესლა. სამხრეთში - კუ, ეს იშვიათი სახეობის ქვეწარმავალი გადაშენების პირასაა, ამიტომ ქვეყნის მთავრობა ცდილობს მათ შენარჩუნებას. მღრღნელებიდან გავრცელებული ციყვი, კურდღელი.
ბულგარეთის ფაუნა სახელგანთქმულია თავისი ფრთოსნებით. დუნაის დელტაზე ბუნებრივი პირობების გამო დიდი რაოდენობით გვხვდებიან გადამფრენი ფრინველები. მთაბში ბინადრობენ მტაცებელი ფრინველები: არწივი, შევარდენი, სვავი, მიმინო. ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულ ნაციონალური პარკებში ხელსაყრელი პირობები იქმნება იმისათვის, რათა შეინარჩუნონ და გაზარდოდ გადაშენების პირას მდგარ ცხოველთა რაოდენობა.